საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს კომპეტენტური ორგანოებიდან ინფორმაციის ან დოკუმენტის გამოთხოვა

გთხოვთ, დოკუმენტის ორიგინალთან ერთად, იქონიოთ ასლები!

საკონსულოში ფასიანი მომსახურების მისაღებად, აუცილებელია საფასურის წინასწარ გადარიცხვა საკონსულოს შესაბამის ანგარიშზე და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ორიგინალის საკონსულოში წარდგენა. (AVIS D'OPERATION DE VIREMENT)

 

საკონსულო მომსახურების საფასურის გადარიცხვისას გაითვალისწინეთ, რომ დანიშნულების შინაარსის მითითება სავალდებულოა (MOTIF DE L'OPERATION DE VIREMENT).

 

დანიშნულების ველში მიუთითეთ მომსახურების ტიპი და იმ მოქალაქის სახელი და გვარი, ვისზეც გაიცემა დოკუმენტი. (მაგ: პასპორტი - სახელი/გვარი - გიორგი გიორგაძე, ცნობა - პავლე პეტრიაშვილი, დასაბრუნებელი მოწმობა - პეტრე პავლიაშვილი)

 

ონლაინ ბანკით განხორციელებული გადარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი მისაღები იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დანიშნულების ველში მითითებულია მოქალაქის სახელი და გვარი და მომსახურების ტიპი.



თითოეული მომსახურებისთვის უნდა განხორციელდეს ერთი გადმორიცხვა

 

ანგარიშის ნომერია: Titulaire du compte - Consulat Ambassade de Georgie

Banque: 30568  Guichet 19904   № compte  00020091202  Clé  73

IBAN: FR76 3056 8199 0400 0200 9120 273

BIC (Bank Identifier Code) : CMCIFRPP



საბუთების ფოსტით გამოგზავნის შემთხვევაში შეავსეთ თანდართული ანკეტა დადაურთეთ შემდეგი დოკუმენტები:

1. წერილობითი განცხადება ხელმოწერილი (იხილეთ დანართი)
2. პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი

• ფასი 10,00€

საბუთების ფოსტით გამოგზავნის შემთხვევაში კონვერტი აუცილებლად უნდა გამოაგზავნოთ დაზღვეული ფოსტით, აგრეთვე თქვენს საბუთებს უნდა დაურთოთ საშუალო ან დიდი ზომის კონვერტი, რომელზეც ეწერება თქვენი საფოსტო ზუსტი მისამართი და ეკვრება 6,00 ევროს ოდენობის საფოსტო მარკა. აღნიშნული კონვერტით დოკუმენტი უკან დაგიბრუნდებათ. აღნიშნული საბუთები გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე:

Ambassade de Géorgie
Service Consulaire
104, avenue Raymond Poincaré
75116 Paris

საკონსულოში წარდგენის შემთხვევაში:

1. ანკეტას ავსებთ ვებ-გვერდზე და წარსდგებით თქვენს მიერ ჩანიშნულ დღეს ზემოაღნიშნული დოკუმენტებით. საკონსულოში ვიზიტზე ტელეფონით ჩაწერა არ ხორციელდება.

დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საკონსულო სამსახურს

შემდეგ ნომერზე 01 45 02 11 07 ორშაბათს და ოთხშაბათს 15სთ-დან 17სთ-მდე და პარასკევს 10სთ-დან 13სთ-მდე

PDF ანკეტა