საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

განმეორებითი სამოქალაქო აქტების გაცემა

გთხოვთ, დოკუმენტის ორიგინალთან ერთად, იქონიოთ ასლები!

 

საკონსულოში ფასიანი მომსახურების მისაღებად, აუცილებელია საფასურის წინასწარ გადარიცხვა საკონსულოს შესაბამის ანგარიშზე და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ორიგინალის საკონსულოში წარდგენა. (AVIS D'OPERATION DE VIREMENT)

 

საკონსულო მომსახურების საფასურის გადარიცხვისას გაითვალისწინეთ, რომ დანიშნულების შინაარსის მითითება სავალდებულოა (MOTIF DE L'OPERATION DE VIREMENT).

 

დანიშნულების ველში მიუთითეთ მომსახურების ტიპი და იმ მოქალაქის სახელი და გვარი, ვისზეც გაიცემა დოკუმენტი. (მაგ: პასპორტი - სახელი/გვარი - გიორგი გიორგაძე, ცნობა - პავლე პეტრიაშვილი, დასაბრუნებელი მოწმობა - პეტრე პავლიაშვილი)

 

ონლაინ ბანკით განხორციელებული გადარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი მისაღები იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დანიშნულების ველში მითითებულია მოქალაქის სახელი და გვარი და მომსახურების ტიპი.



თითოეული მომსახურებისთვის უნდა განხორციელდეს ერთი გადმორიცხვა

 

ანგარიშის ნომერია: Titulaire du compte - Consulat Ambassade de Georgie

Banque: 30568  Guichet 19904   № compte  00020091202  Clé  73

IBAN: FR76 3056 8199 0400 0200 9120 273

BIC (Bank Identifier Code) : CMCIFRPP



განაცხადის წარსადგენად მოქალაქე პირადად უნდა წარსდგეს საკონსულო სამსახურში:

  • არასრულწლოვანის ან ქმედუუნარო პირის შემთხვევაში - კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით
  • შვილის დაბადების განმეორებითი მოწმობის გამოთხოვა შესაძლებელია მშობლის მიერ

მოქალაქე ვიზიტისათვის წინასწარ უნდა ჩაეწეროს საიტის მეშვეობით და წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები (ორიგინალი და ასლი):

1. მოქმედი პასპორტი ან პირადობის მოწმობა. სავალდებულოა დოკუმენტის როგორც ორიგინალის, ისე ასლის წარმოდგენა; ასლები დარჩება საკონსულოში, ხოლო ორიგინალი დაუბრუნდება მოქალაქეს.

2. გამოსათხოვი მოწმობის ასლი (ასლის არ ქონის შემთხვევაში ონლაინ ანკეტაში მიუთუთეთ დაწვრილებითი მონაცემები სამოქალაქო აქტის შესახებ)

  • საფასური 19,22€
  • მომსახურება ხორციელდება 10 დღის ვადაში

თუ გნებავთ, რომ განმეორებითი მოწმობა ფოსტით დაგიბრუნდეთ სახლში, წარმოადგინეთ აგრეთვე საშუალო ან დიდი ზომის კონვერტი (ფორმატი A4 ან A5), რომელსაც ეწერება თქვენი ზუსტი საფოსტო მისამართი და ეკვრება 6,00 ევროს ოდენობის საფოსტო მარკა (ერთი მოწმობისათვის). აღნიშნული კონვერტით მოწმობა ფოსტით უკან დაგიბრუნდებათ.

დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საკონსულო სამსახურს

შემდეგ ნომერზე 01 45 02 11 07 ორშაბათს და ოთხშაბათს 15სთ-დან 17სთ-მდე და პარასკევს 10სთ-დან 13სთ-მდე

ხსენებული მომსახურების მიღება, ასევე, შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დახმარებით

ვიზიტის დასანიშნად მიჰყევით ბმულს

საკონსულოში ვიზიტზე ტელეფონით ჩაწერა არ ხორციელდება.