საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

განქორწინების რეგისტრაცია

გთხოვთ, დოკუმენტის ორიგინალთან ერთად, იქონიოთ ასლები!

ყურადღება!!! საკონსულო სამსახური გადავიდა საბანკო გადარიცხვით თანხის გადახდის მეთოდზე.

თქვენთვის სასურველი მომსახურების მისაღებად, აუცილებელია წინასწარ საფასურის გადარიცხვა საკონსულოს შესაბამის ანგარიშზე და გადახდის დამადასტურებელი დუკუმენტის (AVIS D'OPERATION DE VIREMENT) წარმოდგენა საკონსულოში ვიზიტის დროს.

CIC - Banque Transatlantique

ანგარიშის ნომერია: Titulaire du compte - Consulat Ambassade de Georgie

Banque: 30568 Guichet 19904 № compte 00020091202 Clé 73

IBAN: FR76 3056 8199 0400 0200 9120 273

BIC (Bank Identifier Code) : CMCIFRPP

ყურადღება !!! გადმორიცხვის დროს აუცილებელია ყურადღება მიექცეს ზუსტი თანხის გადმორიცხვას, დანიშნულების შინაარსის (MOTIF DE L'OPERATION DE VIREMENT) და სახელის გვარის (იმ მოქალაქის სახელი და გვარი, ვისთვისაც განკუთვნილია მომსახურება) მითითებით. გადმორიცხული თანხების იდენტიფიცირებისათვის არ შეიძლება სხვადასხვა შინაარსის მომსახურებისთვის (მაგ. პასპორტი და თარგმანი) თანხების ჯამური გადმორიცხვა. თითოეული მომსახურებისთვის უნდა განხორციელდეს ერთი გადმორიცხვა. იკრძალება სხვა პირისთვის საბანკო ანგარიშის გადაცემა და თვითნებურად თანხების გადმორიცხვა.

საქართველოს კანონმდებლობით, განქორწინების რეგისტრაცია წარმოადგენს დაქორწინებულ პირებს შორის ქორწინების შეწყვეტის საფუძველს; განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან ქორწინება შეწყვეტილად ითვლება.

რეგისტრაციისთვის წარმოადგინეთ შემდეგი დოკუმენტები:

  • ერთობლივი წერილობითი განცხადება (განსაქორწინებელ პირთა);
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები (განსაქორწინებელ პირთა);
  • ქორწინების მოწმობა.
  • იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მინდობილი პირი ხართ, წარმოადგინეთ:
  • მინდობილობა (სათანადო წესით დამოწმებული);
  • ქორწინების მოწმობა;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი

ვადა და ღირებულება

  • ​განქორწინების რეგისტრაცია ხორციელდება განცხადების წარდგენიდან 5 სამუშაო დღის გასვლისთანავე
  • განქორწინების რეგისტრაციისა და მოწმობის გაცემისათვის მომსახურების საფასური წარმოადგენს 94,76 ევროს

საკონსულოში ვიზიტისთვის გთხოვთ ჩაეწეროთ აქ

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ

ან მიმართეთ საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურს

შემდეგ ნომერზე 01 45 02 11 07 ორშაბათს და ოთხშაბათს 15სთ-დან 17სთ-მდე და პარასკევს 10სთ-დან 13სთ-მდე