საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

არასრულწლოვანის პასპორტის განახლება

 

გთხოვთ, დოკუმენტის ორიგინალთან ერთად, იქონიოთ ასლები!



 

საკონსულოში ფასიანი მომსახურების მისაღებად, აუცილებელია საფასურის წინასწარ გადარიცხვა საკონსულოს შესაბამის ანგარიშზე და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ორიგინალის საკონსულოში წარდგენა. (AVIS D'OPERATION DE VIREMENT)

 

საკონსულო მომსახურების საფასურის გადარიცხვისას გაითვალისწინეთ, რომ დანიშნულების შინაარსის მითითება სავალდებულოა (MOTIF DE L'OPERATION DE VIREMENT).

 

დანიშნულების ველში მიუთითეთ მომსახურების ტიპი და იმ მოქალაქის სახელი და გვარი, ვისზეც გაიცემა დოკუმენტი. (მაგ: პასპორტი - სახელი/გვარი - გიორგი გიორგაძე, ცნობა - პავლე პეტრიაშვილი, დასაბრუნებელი მოწმობა - პეტრე პავლიაშვილი)

 

ონლაინ ბანკით განხორციელებული გადარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი მისაღები იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დანიშნულების ველში მითითებულია მოქალაქის სახელი და გვარი და მომსახურების ტიპი.



თითოეული მომსახურებისთვის უნდა განხორციელდეს ერთი გადმორიცხვა

 

ანგარიშის ნომერია: Titulaire du compte - Consulat Ambassade de Georgie

Banque: 30568  Guichet 19904   № compte  00020091202  Clé  73

IBAN: FR76 3056 8199 0400 0200 9120 273

BIC (Bank Identifier Code) : CMCIFRPP


 

9 წლის ასაკიდან არასრულწლოვანი საკონსულოში პირადად უნდა წარსდგეს, ერთ-ერთ მშობელთან ერთად და წარმოადგინოს:

1. დაბადების მოწმობა :

ა. საქართველოში დაბადებული არასრულწლოვნის დაბადების მოწმობის ასლი.

ბ. საფრანგეთში დაბადებული საქართველოს მოქალაქის დაბადების მოწმობა დამოწმებული უნდა იქნას აპოსტილის ბეჭდით და ნათარგმნი ქართულ ენაზე. ქართული თარგმანიც უნდა იქნეს აპოსტილით დამოწმებული.

გ. დსთ-ს ქვეყნებში დაბადებული საქართველოს მოქალაქის დაბადების მოწმობის ასლი. რუსულ ენაზე შევსებული დაბადების მოწმობის ასლი. უცხო ენაზე შევსებული (სომხური, აზერბაიჯანული ა.შ) დაბადების მოწმობა ნათარგმნი ფრანგულ ენაზე, თარგმანი დამოწმებული აპოსტილის ბეჭდით, შემდეგ კი ნათარგმნი ქართულ ენაზე. თარგმნების ორიგინალების წარდგენა სავალდებულოა.

დ. სხვა დანარჩენ ქვეყნებში დაბადებული საქართველოს მოქალაქის დაბადების მოწმობა უნდა იქნას დამოწმებული მოწმობის გამცემი ქვეყნის მიერ აპოსტილის ბეჭდით, შემდეგ ნათარგმნი ფრანგულად და თარგმანიც აპოსტილის ბეჭდით დამოწმებული,  შემდეგ კი ქართულად ნათარგმნი.

2. მშობლების პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი. (მშობელი, რომელიც თან ახლავს არასრულწლოვანს მან უნდა იქონიოს პასტორტი ან პირადობის მოწმობა).

3. ბიომეტრიული სურათი 1 ცალი ზომით 3,5X4,5 (ფოტოსურათი გადაღებული უნდა იყოს შესაბამის ასაკში, მინიმუმ 8 მეგაპიქსელიანი, თეთრ ფონზე, სადაც ფოტოს 70-80%-ს უნდა იკავებდეს სახის გამოსახულება).

გაითვალისწინეთრომ თქვენ  ასევე  უნდა წარმოადგინოთ დისკზე (CD)  განთავსებული   1 სურათი (იგივე ფოტო, რომელსაც წარადგენთ დაბეჭდილი სახით)

4. მშობლების თანხმობა არასრულწლოვანისთვის:

ა.  16 წლამდე არასრულწლოვნებისთვის სავალდებულოა ორივე მშობლის თანხმობა, 16 დან 18 წლამდე ერთ-ერთი მშობლის თანხმობა საკმარისია.

ბ. მშობლებს თანხმობის დაწერა შეუძლიათ საკონსულოში პასპორტის მოთხოვნის დროს.

თუ ერთ-ერთი მშობელი არ წარსდგება საკონსულოში, მას შეუძლია თანხმობა დაწეროს საფრანგეთში ნოტარიუსთან, აღნიშნული თანხმობა ნათარგმნი უნდა იყოს ქართულ ენაზე.  უნდა წარმოადგინოთ როგორც სანოტარო აქტის, ასევე მისი თარგმნის ორიგინალი. (იხილეთ თანხმობის ტექსტის ნიმუში, რომელიც უნდა დამოწმდეს საფრანგეთში ნოტარიუსთან ანუ მოხდეს légalisation de la signature )

ერთ-ერთი მშობლის საქართველოში ყოფნის შემთხვევაში, მას შეუძლია თანხმობა პასპორტის აღების შესახებ დაწეროს საქართველოში ნოტარიუსთან. საკონსულოში უნდა წარმოადგინოთ თანხმობის ორიგინალი.

თუ ერთ-ერთი მშობელი იმყოფება ან საქართველოს ან საფრანგეთის გარეთ, მას თანხმობის დაწერა შეუძლია ადგილმდებარე ქვეყანაში საქართველოს საკონსულოში. საფრანგეთში საქართველოს საკონსულოში უნდა წარმოადგინოთ თანხმობის ორიგინალი. 

გ. თუ არასრულწლოვანს დაბადების მოწმობაში მხოლოდ დედა უწერია და დაბადების აქტში შეტანილი არ არის მამის შესახებ ინფორმაცია, მაშინ მხოლოდ დედის თანხმობაა საკმარისია.

დ. თუ დედას/მამას მეორე მშობელთან არ აქვს კავშირი და ბავშვს დაბადების მოწმობაში ორივე მშობლის მონაცემები უწერია, ამ შემთხვევაში, უნდა წარადგინოს სასამართლო გადაწყვეტილება, რომ მხოლოდ ერთი მშობელია პასუხისმგებელი პირი ბავშვზე და მას აქვს ყოველგვარი გადაწყვეტილების მიღების უფლება მეორე მშობლის გარეშე. უცხო ქვეყნის სასამრთლო გადაწყვეტილების ცნობა, უნდა მოხდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მხრიდან. თუ სასამართლო გადაწყვეტილება ფრანგულ ენაზეა, იგი უნდა იქნას დამოწმებული აპოსტილის ბეჭდით, შემდეგ ნათარგმნი ქართულ ენაზე და თარგმანიც დამოწმებულ უნდა იქნას აპოსტილის ბეჭდით. უნდა წარმოადგინოთ ორიგინალი.

5. არასრულწლოვნის პასპორტის საფასურის, 62,47 ევროს გადახდის დამადასტურებელი ქვითარი; 

6. თუ გნებავთ, რომ პასპორტი ფოსტით დაგიბრუნდეთ სახლში, წარმოგვიდგინეთ აგრეთვე საშუალო ან დიდი ზომის კონვერტი (ფორმატი A4 ან A5), რომელსაც ეწერება თქვენი ზუსტი საფოსტო მისამართი და ეკვრება 6,00 ევროს ოდენობის საფოსტო მარკა (ერთი პასპორტისთვის). აღნიშნული კონვერტით პასპორტი უკან დაგიბრუნდებათ

პასპორტის დამზადების ვადაა 45 სამუშაო დღე

ა. აპოსტილის ბეჭდისთვის მიმართეთ Cour d'Appel- ს,  Tribunal d'Instance -ს an Tribunal Grand Instance - ს.


საკონსულოში ვიზიტისთვის გთხოვთ ჩაეწეროთ აქ

საკონსულოში ვიზიტზე ტელეფონით ჩაწერა არ ხორციელდება.

დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საკონსულო სამსახურს 01 45 02 11 07
ორშაბათს და ოთხშაბათს 15სთ-დან 17სთ-მდე და პარასკევს 10სთ-დან 13სთ-მდე


საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, აუცილებელია საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა.

გთხოვთ, გადაამოწმოთ თქვენი სტატუსი საქართველოს საკონსულო სამსახურთან ტელეფონის ნომერზე (+33 1) 45 02 1 ზარების მიღება ხორციელდება ორშაბათს და ოთხშაბათს 15:00-დან 17:00 საათამდე და პარასკევს 10:00-დან 13 საათამდე.

გმადლობთ თანამშრომლობისთვის!

Occupied Territories of Georgia

eVISA portal