საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

პირველი პასპორტის გაცემა სრულწლოვანისთვის

 

 

გთხოვთ, დოკუმენტის ორიგინალთან ერთად, იქონიოთ ასლები!



 

საკონსულოში ფასიანი მომსახურების მისაღებად, აუცილებელია საფასურის წინასწარ გადარიცხვა საკონსულოს შესაბამის ანგარიშზე და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ორიგინალის საკონსულოში წარდგენა. (AVIS D'OPERATION DE VIREMENT)

 

საკონსულო მომსახურების საფასურის გადარიცხვისას გაითვალისწინეთ, რომ დანიშნულების შინაარსის მითითება სავალდებულოა (MOTIF DE L'OPERATION DE VIREMENT).

 

დანიშნულების ველში მიუთითეთ მომსახურების ტიპი და იმ მოქალაქის სახელი და გვარი, ვისზეც გაიცემა დოკუმენტი. (მაგ: პასპორტი - სახელი/გვარი - გიორგი გიორგაძე, ცნობა - პავლე პეტრიაშვილი, დასაბრუნებელი მოწმობა - პეტრე პავლიაშვილი)

 

ონლაინ ბანკით განხორციელებული გადარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი მისაღები იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დანიშნულების ველში მითითებულია მოქალაქის სახელი და გვარი და მომსახურების ტიპი.



თითოეული მომსახურებისთვის უნდა განხორციელდეს ერთი გადმორიცხვა

 


ანგარიშის
 ნომერია: Titulaire du compte - Consulat Ambassade de Georgie

Banque: 30568  Guichet 19904   № compte  00020091202  Clé  73

IBAN: FR76 3056 8199 0400 0200 9120 273

BIC (Bank Identifier Code) : CMCIFRPP




რადგანაც პირველი პასპორტის გაცემა ხდება ორ ეტაპად, სავალდებულოა ორი ვიზიტის აღება, პირველი - პირადი ნომრის მისანიჭებლად, მეორე- პასპორტის მოთხოვნის შემოსატანად.

რუბრიკა - პირველი პასპორტის გაცემა სრულწლოვანისთვს - ეხება მხოლოდ 1993 წლის 31 მარტის შემდეგ დაბადებულებს, მანამდე დაბადებულმა პირებმა ჯერ უნდა მოითხოვონ მოქალაქეობის დადგენა, იხ. ინფორმაცია აღნიშნულ რუბრიკაში!

პასპორტის ასაღებად უნდა გაიაროთ ორი ეტაპი - 1. რეგისტრაცია 2. პასპორტის მოთხოვნა

I ეტაპი - მოქალაქე საკონსულოში პირადად უნდა წარსდგეს და წარმოადგინოს:

1. დაბადების მოწმობა:

ა. საქართველოში დაბადებული საქართველოს მოქალაქის დაბადების მოწმობის ასლი.

ბ. საფრანგეთში დაბადებული პირის დაბადების მოწმობა დამოწმებული უნდა იქნას აპოსტილის ბეჭდით და ნათარგმნი ქართულ ენაზე. ქართული თარგმანიც უნდა იქნეს აპოსტილით დამოწმებული.

გ. დსთ-ს ქვეყნებში დაბადებული საქართველოს მოქალაქის დაბადების მოწმობის ასლი. რუსულ ენაზე შევსებული დაბადების მოწმობის ასლი. უცხო ენაზე შევსებული (სომხური, აზერბაიჯანული ა.შ) დაბადების მოწმობა ნათარგმნი ფრანგულ ენაზე, თარგმანი დამოწმებული აპოსტილის ბეჭდით, შემდეგ კი ნათარგმნი ქართულ ენაზე. თარგმნების ორიგინალების წარდგენა სავალდებულოა.

დ. სხვა დანარჩენ ქვეყნებში დაბადებული საქართველოს მოქალაქის დაბადების მოწმობა უნდა იქნას დამოწმებული აქტის გამცემი ქვეყნის მიერ აპოსტილის ბეჭდით, შემდეგ ნათარგმნი ფრანგულად და თარგმანიც აპოსტილის ბეჭდით დამოწმებული, შემდეგ კი ქართულად ნათარგმნი.

2. ბიომეტრიული სურათი 1 ცალი, ზომით 3,5X4,5 (ფოტოსურათი გადაღებული უნდა იყოს შესაბამის ასაკში, მინიმუმ 8 მეგაპიქსელიანი, თეთრ ფონზე, სადაც ფოტოს 70-80%-ს უნდა იკავებდეს სახის გამოსახულება).

3. საკონსულოში წარდგენისას თან უნდა ახლდეს ფოტო იდენტურობის დამდგენი პირი, სრულწლოვანი საქართველოს მოქალაქე, რომელსაც თან ექნება საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი

4. რეგისტრაციისთვის საჭიროა ერთი სამუშაო დღე

II ეტაპი - მოქალაქე საკონსულოში პირადად უნდა წარსდგეს და წარმოადგინოს:

5. პასპორტის საფასურის, 124,94 ევროს გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. 

 

 

 

 

პასპორტის დამზადების ვადაა 45 კალენდარული დღე!

თუ გნებავთ, რომ პასპორტი ფოსტით დაგიბრუნდეთ სახლში, წარმოგვიდგინეთ აგრეთვე საშუალო ან დიდი ზომის კონვერტი (ფორმატი A4 ან A5), რომელსაც ეწერება თქვენი ზუსტი საფოსტო მისამართი და ეკვრება 6,00 ევროს ოდენობის საფოსტო მარკა (ერთი პასპორტისთვის). აღნიშნული კონვერტით პასპორტი უკან დაგიბრუნდებათ.

საკონსულოში ვიზიტისთვის გთხოვთ ჩაეწეროთ აქ

დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საკონსულო სამსახურს 01 45 02 11 07

ორშაბათს და ოთხშაბათს 15სთ-დან 17სთ-მდე და პარასკევს 10სთ-დან 13სთ-მდე 




საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, აუცილებელია საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა.

გთხოვთ, გადაამოწმოთ თქვენი სტატუსი საქართველოს საკონსულო სამსახურთან ტელეფონის ნომერზე (+33 1) 45 02 1 ზარების მიღება ხორციელდება ორშაბათს და ოთხშაბათს 15:00-დან 17:00 საათამდე და პარასკევს 10:00-დან 13 საათამდე.

გმადლობთ თანამშრომლობისთვის!

Occupied Territories of Georgia

eVISA portal