საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

პირადობის ელექტრონული მოწმობა

 

 

 

2018 წლის 15 მაისიდან დაიწყო აქცია, რომელიც ითვალისწინებს შეღავათებს საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებზე პირადობისდამადასტურებელი დოკუმენტების გაცემისას. კერძოდ:

  პირადობის ელექტონული მოწმობა გაიცემა უფასოდ. აქციის პერიოდი 15 მაისდან - 15 აგვისტომდე.




გთხოვთ, დოკუმენტის ორიგინალთან ერთად, იქონიოთ ასლები!

 

საკონსულოში ფასიანი მომსახურების მისაღებად, აუცილებელია საფასურის წინასწარ გადარიცხვა საკონსულოს შესაბამის ანგარიშზე და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ორიგინალის საკონსულოში წარდგენა. (AVIS D'OPERATION DE VIREMENT)

 

საკონსულო მომსახურების საფასურის გადარიცხვისას გაითვალისწინეთ, რომ დანიშნულების შინაარსის მითითება სავალდებულოა (MOTIF DE L'OPERATION DE VIREMENT).

 

დანიშნულების ველში მიუთითეთ მომსახურების ტიპი და იმ მოქალაქის სახელი და გვარი, ვისზეც გაიცემა დოკუმენტი. (მაგ: პასპორტი - სახელი/გვარი - გიორგი გიორგაძე, ცნობა - პავლე პეტრიაშვილი, დასაბრუნებელი მოწმობა - პეტრე პავლიაშვილი)

 

ონლაინ ბანკით განხორციელებული გადარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი მისაღები იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დანიშნულების ველში მითითებულია მოქალაქის სახელი და გვარი და მომსახურების ტიპი.



თითოეული მომსახურებისთვის უნდა განხორციელდეს ერთი გადმორიცხვა

 

ანგარიშის ნომერია: Titulaire du compte - Consulat Ambassade de Georgie

Banque: 30568  Guichet 19904   № compte  00020091202  Clé  73

IBAN: FR76 3056 8199 0400 0200 9120 273

BIC (Bank Identifier Code) : CMCIFRPP



პირადობის ელექტრონული მოწმობა გაიცემა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეზე.

განაცხადის წარდგენა უნდა მოხდეს საკონსულო სამსახურში პირადი გამოცხადების გზით. მომსახურების გაწევა ხდება განაცხადის და შესაბამისი დოკუმენტების წარდგენიდან 45 დღის ვადაში.

წარსადგენი დოკუმენტები:

1.საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში ვადაგასული, დაზიანებული და ა.შ.)
 2. ბიომეტრიული სურათი 1 ცალი ზომით 3,5X4,5 (ფოტოსურათი გადაღებული უნდა იყოს შესაბამის ასაკში, მინიმუმ 8 მეგაპიქსელიანი, თეთრ ფონზე, სადაც ფოტოს 70-80%-ს უნდა იკავებდეს სახის გამოსახულება);

3.არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში დაბადების მოწმობა;

4.არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში კანონიერი წარმომადგენლების თანხმობა(თუ კანონიერი პირი წარსდგება სამინისტროში ამ შემთხვევაში მათ არ ესაჭიროებათ დამოწმების პროცედურები)

5. პირადობის მოწმობის ღირებულების, 28.83 ევროს გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. 

აქციის ფარგლებშიპირადობის ელექტონული მოწმობა გაიცემა უფასოდ. აქციის პერიოდი 15 მაისდან - 15 აგვისტომდე.

 

თუ გნებავთ, რომ პირადობა ფოსტით დაგიბრუნდეთ სახლში, წარმოადგინეთ აგრეთვე საშუალო ან დიდი ზომის კონვერტი (ფორმატი A4 ან A5), რომელსაც ეწერება თქვენი ზუსტი საფოსტო მისამართი და ეკვრება 5,50 ევროს ოდენობის საფოსტო მარკა (ერთი პასპორტისთვის). აღნიშნული კონვერტით პასპორტი უკან დაგიბრუნდებათ.

საკონსულოში ვიზიტისთვის გთხოვთ ჩაეწეროთ აქ

დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საკონსულო სამსახურს 01 45 02 11 07

ორშაბათს და ოთხშაბათს 15სთ-დან 17სთ-მდე და პარასკევს 10სთ-დან 13სთ-მდე