საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

სახელის, გვარის შეცვლის რეგისტრაცია/მოწმობის გაცემის საქმისწარმოება

გთხოვთ, დოკუმენტის ორიგინალთან ერთად, იქონიოთ ასლები!

ყურადღება!!! საკონსულო სამსახური გადავიდა საბანკო გადარიცხვით თანხის გადახდის მეთოდზე.

თქვენთვის სასურველი მომსახურების მისაღებად, აუცილებელია წინასწარ საფასურის გადარიცხვა საკონსულოს შესაბამის ანგარიშზე და გადახდის დამადასტურებელი დუკუმენტის (AVIS D'OPERATION DE VIREMENT) წარმოდგენა საკონსულოში ვიზიტის დროს.

ანგარიშის ნომერია: Titulaire du compte - Consulat Ambassade de Georgie

Banque: 30568 Guichet 19904 № compte 00020091202 Clé 73

IBAN: FR76 3056 8199 0400 0200 9120 273

BIC (Bank Identifier Code) : CMCIFRPP

ყურადღება !!! გადმორიცხვის დროს აუცილებელია ყურადღება მიექცეს ზუსტი თანხისგადმორიცხვას, დანიშნულების შინაარსის (MOTIF DE L'OPERATION DE VIREMENT) და სახელისგვარის (იმ მოქალაქის სახელი და გვარი, ვისთვისაც განკუთვნილია მომსახურება) მითითებით. გადმორიცხული თანხების იდენტიფიცირებისათვის არ შეიძლება სხვადასხვა შინაარსისმომსახურებისთვის (მაგ. პასპორტი და თარგმანი) თანხების ჯამური გადმორიცხვა. თითოეულიმომსახურებისთვის უნდა განხორციელდეს ერთი გადმორიცხვა.

სახელის, გვარის შეცვლის რეგისტრაცია ხორციელდება განაცხადის წარდგენიდან 45 დღეში.

სახელის ან/და გვარის შეცვლის რეგისტრაციის საფუძველია დაინტერესებული პირის განცხადება და ქვემოთ აღნიშნული გარემოებები. არასრულწლოვან და ქმედუუნარო პირებს წარმოადგენს მათი კანონიერი წარმომადგენელი.

10 წლის და ზემოთ ასაკს მიღწეული არასრულწლოვანმა თავად უნდა გამოთქვას თანხმობა სახელისა და გვარის ცვლილებაზე. არსრულწლოვან პირს ესაჭიროება ორივე მშობლის თანხმობა სახელის და/ან გვარის შესაცვლელად.

პირს სახელის შეცვლა შეუძლია მხოლოდ ერთხელ.

პირს შეუძლია შეიცვალოს გვარი და მიიღოს:

  • პირდაპირი აღმავალი შტოს ნათესავის გვარი;
  • მშობელთა შეერთებული გვარი;
  • ფაქტობრივი აღმზრდელის გვარი ;
  • მშვილებლის გვარი ;
  • მეუღლის გვარი;
  • სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ მისთვის მინიჭებული გვარი

მოქალაქე საკონსულოში პირადად უნდა წარსდგეს და წარმოადგინოს:

  1. მოქმედი პასპორტი ან პირადობის მოწმობა
  2. ქორწინების მოწმობა(ასეთის არსებობის შემთხვევაში)
  3. არასრულწლოვანი შვილების დაბადების მოწმობები (ასეთი არსებობის შემთხვევაში)
  4. თუ სახელს იცვლის არასრულწლოვანი მისი დაბადების მოწმობა
  5. საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი

მომსახურების საფასური: 48.06 ევრო

საკონსულოში ვიზიტისთვის გთხოვთ ჩაეწეროთ აქ

ხსენებული მომსახურების მიღება ასევე შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დახმარებით

დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საკონსულო სამსახურს 01 45 02 11 07ორშაბათს და ოთხშაბათს 15სთ-დან 17სთ-მდე და პარასკევს 10სთ-დან 13სთ-მდე