საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

სანოტარო მოქმედებები

გთხოვთ, დოკუმენტის ორიგინალთან ერთად, იქონიოთ ასლები!

ყურადღება!!! საკონსულო სამსახური გადავიდა საბანკო გადარიცხვით თანხის გადახდის მეთოდზე.

თქვენთვის სასურველი მომსახურების მისაღებად, აუცილებელია წინასწარ საფასურის გადარიცხვა საკონსულოს შესაბამის ანგარიშზე და გადახდის დამადასტურებელი დუკუმენტის (AVIS D'OPERATION DE VIREMENT) წარმოდგენა საკონსულოში ვიზიტის დროს.

CIC - Banque Transatlantique

ანგარიშის ნომერია: Titulaire du compte - Consulat Ambassade de Georgie

Banque: 30568 Guichet 19904 № compte 00020091202 Clé 73

IBAN: FR76 3056 8199 0400 0200 9120 273

BIC (Bank Identifier Code): CMCIFRPP

ყურადღება !!! გადმორიცხვის დროს აუცილებელია ყურადღება მიექცეს ზუსტი თანხის გადმორიცხვას, დანიშნულების შინაარსის (MOTIF DE L'OPERATION DE VIREMENT) და სახელის გვარის (იმ მოქალაქის სახელი და გვარი, ვისთვისაც განკუთვნილია მომსახურება) მითითებით. გადმორიცხული თანხების იდენტიფიცირებისათვის არ შეიძლება სხვადასხვა შინაარსის მომსახურებისთვის (მაგ. პასპორტი და თარგმანი) თანხების ჯამური გადმორიცხვა. თითოეული მომსახურებისთვის უნდა განხორციელდეს ერთი გადმორიცხვა. იკრძალება სხვა პირისთვის საბანკო ანგარიშის გადაცემა და თვითნებურად თანხების გადმორიცხვა.

საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც სურს შემდეგი მომსახურება - მინდობილობა/რწმუნებულება, ფოტოიდენტურობა, ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმება (თანხმობა), დოკუმენტის ასლის დამოწმება.

წარსადგენი საბუთების გადამოწმებისა და შეხვედრის დანიშვნის შემდეგ, აპლიკანტები პირადადუნდა გამოცხადდნენ საელჩოს საკონსულო სამსახურში შესაბამისი დოკუმენტაციით, რომელიცმოცემულია საჭირო საბუთების ჩამონათვალში. საბუთები წარდგენილი უნდა იყოს ორმაგეგზემპლარად : ორიგინალი და ქსეროასლი. ორიგინალები მოქალაქეებს უკან დაუბრუნდებათ.​

მინდობილობა/რწმუნებულებისთვის მოქალაქე პირადად უნდა გამოცხადდეს საკონსულოში და თან იქონიოს მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პასპორტი ან პირადობის მოწმობა), აგრეთვე მინდობილი პირის მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი ან პირადობიოს მოწმობა).

საფასური - 10 ევრო

გაცემის ვადა - 10 დღე


ფოტოიდენტურობისთვის - მოქალაქე პირადად უნდა გამოცხადდეს საკონსულოში და თან იქონიოს მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, (პასპორტი ან პირადობის მოწმობა), აგრეთვე საფრანგეთის კომპეტენტური ორგანოების მიერ გაცემული ფოტოიანი დოკუმენტი.

ფოტოიდენტურობის დადგენის მსურველ პირს უნდა ახლდეს საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქე ფოტოიდენტურობის დასადასტურებლად. აღნიშნულმა მოქალაქემ უნდა იქონიოს საქართველოს პასპორტი ან პირადობის მოწმობა.

საფასური - 15 ევრო

გაცემის ვადა - 10 დღე


ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმება (თანხმობა) - ხელმოწერის დამოწმება არასრულწლოვნის მგზავრობასთან დაკავშირებით : მშობელი აუცილებლად უნდა გამოცხადდეს პირადად საელჩოს საკონსულო სამსახურში და თან უნდა იქონიოს მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პასპორტი ან პირადობის მოწმობა), ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (შვილის დაბადების მოწმობა), და არასრულწლოვნის პასპორტის ასლი.

საფასური - 5 ევრო

გაცემის ვადა - 10 დღე


დოკუმენტის ასლის დამოწმება - მოქალაქე პირადად უნდა გამოცხადდეს საკონსულოში და თან იქონიოს მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პასპორტი ან პირადობის მოწმობა) და დასამოწმებელი დოკუმენტის დედანი.

საფასური - 3 ევრო

გაცემის ვადა - 10 დღე


საკონსულოში ვიზიტისთვის გთხოვთ ჩაეწეროთ შემდეგ ვებ-გვერდზე

დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საკონსულო სამსახურს

შემდეგ ნომერზე 01 45 02 11 07 ორშაბათს და ოთხშაბათს 15სთ-დან 17სთ-მდე და პარასკევს 10სთ-დან 13სთ-მდე