საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საფრანგეთიდან არასრულწლოვანის გასვლა და მასთან დაკავშირებული ფორმალობები 

2017 წლის 15 იანვრიდან, არასრულწლოვანს, რომელიც ტოვებს საფრანგეთის ტერიტორიას მშობლის გარეშე, ესაჭიროება ერთ-ერთი მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) წერილობითი თანხმობა.

აღნიშნულ თანხმობის ფორმას, შევსებულსა და ხელმოწერილს, უნდა დაურთოთ მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის)  პასპორტის ან საფრანგეთის ბინადრობის მკაფიო ასლი. აპატრიდის სტატუსისა და ლტოლვილის სტატუსის მქონე პირმა უნდა დაურთოს სამოგზაურო დოკუმენტის მკაფიო ასლი.

თანხმობის ფორმა იხილეთ დანართის სახით.

საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, აუცილებელია საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა.

გთხოვთ, გადაამოწმოთ თქვენი სტატუსი საქართველოს საკონსულო სამსახურთან ტელეფონის ნომერზე (+33 1) 45 02 1 ზარების მიღება ხორციელდება ორშაბათს და ოთხშაბათს 15:00-დან 17:00 საათამდე და პარასკევს 10:00-დან 13 საათამდე.

გმადლობთ თანამშრომლობისთვის!

Occupied Territories of Georgia

eVISA portal