საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

დიპლომის თარგმნა თუ შეიძლება საელჩოში? 

დიპლომის შეიძლება, ნიშნების ფურცელის - არა.


დაკარგული ქართული მართვის მოწმობის აღება თუ არის შესაძლებელი საელჩოში? 

არა. ახალი მართვის მოწმობა უნდა აიღოთ საქართველოში.


ვადის გასვლამდე რამდენი ხნით ადრე შემიძლია ახალი პასპორტის აღება? 

ახალი პასპორტის აღება შეიძლება ნებისმიერ დროს, ვინაიდან ახალი პასპორტით ავტომატურად უქმდება ძველი პასპორტი.


ახალი მართვის მოწმობის აღება ან გამოცვლა შეიძლება საკონსულოში? 

არა


"საკონსულო რეგისტრაცია" რა არის? 

ქართულში არ გამოიყენება ტერმინი "საკონსულო რეგისტრაცია". გამოიყენება - საკონსულო აღრიცხვა.


რა ტარიფებია მომსახურებაზე?

სრულწლოვანი საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის გაცემა

124,94€

არასრულწლოვანის(-18) საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის გაცემა 

62,47€

საქართველოს მოქალაქის პირადობის ელ. მოწმობის გაცემა

28,83€

ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ცნობა

19,22€

ქორწინების რეგისტრაცია და მოწმობის გაცემა

0,00€

განქორწინების რეგისტრაცია

96,11€

სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის რეგისტრაცია

47,64€

დაბადების რეგისტრაცია ან მოწმობის გაცემა

0,00€ 

მამობის დადგენის რეგისტრაცია და მოწმობის გაცემა

0,00€

სამოქალაქო აქტების ჩანაწერშუ შესწორების, დამატების და ცვლილების შეტანა

28,83€

განმეორებითი სამოქალაქო აქტები 

19,22

სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ ცნობის გაცემა

19,22€ 

საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემა

34,00€

საქართველოს ვიზის გაცემის საკითხის განხილვა

20,00€

საქართველოს კომპეტენტური ორგანოებიდან დოკუმენტაციის ან ინფორმაციის გამოთხოვისათვის განაცხადის გაგზავნა

10,00€

სხვადასხვა სახის ცნობის გაცემა

25,00€

საქართველოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დოკუმენტის გაცემა

25,00€

თარგმანის შესრულება ან/და თარგმნის სისწორის დადასტურება
(თითოეული გვერდისთვის)

10,00€

ანდერძის დადასტურება

10,00€

ანდერძის გაუქმება

5,00€

დოკუმენტზე ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმება
(თითოეული პირისთვის და თითოეული ხელმოწერისთვის)

5,00€

მინდობილობის/რწმუნებულების დადასტურება

10,00€

მინდობილობის/რწმუნებულების გაუქმება

5,00€

თარგმანის სისწორის დამოწმება
(თითოეული გვერდისთვის)

5,00€

დოკუმენტის ასლის ან/და დოკუმენტიდან ამონაწერის დამოწმება ან/და სანოტარო მოქმედების შესრულების შემდგომ დაცული დოკუმენტის ასლის გაცემა
(თითოეული გვერდისთვის)

3,00€

პირის ცოცხლად ყოფნის ფაქტის დადასტურება, პირის განსაზღვრულ ადგილას ყოფნის ფაქტის დადასტურება, პირის ფოტოსურათზე გამოსახულ პირთან იგივეობის დადასტურება, დოკუმენტის წარმოდგენის დროის დადასტურება

15,00€

საზღვაო პროტესტის შესრულება

143,00€

 


ხდება თუ არა პასპორტის ვადის გაგრძელება? 

არა. პასპორტის ვადის გასვლის შემთხვევაში უნდა აიღოთ ახალი პასპორტი.

როგორ ჩავასწოროთ 2009 წლის 1 იანვრამდე გაყალბებული/მცდარ მონაცემებზე შედგენილი დოკუმენტები 2014 წლის 31 დეკემბრამდე?

თუ, 2009 წლის 1 იანვრამდე თქვენს პირად საბუთებში სხვადასხვა მიზეზით შეტანილი გაქვთ ყალბი ან არასწორი მონაცემები, საშუალება გეძლევათ გამოასწოროთ შეცდომა 2014 წლის 31 დეკემბრამდე, ისე, რომ არ დადგეს თქვენი პასუხისმგებლობის საკითხი.

ჰუმანიზმის პრინციპებიდან გამომდინარე და პიროვნების საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში სწორი მონაცემების აღდგენაზე საზოგადოების მოთხოვნის გათვალისწინებით, გამოცხადდა ამნისტია და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდნენ პირები, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული, რომელიც დაკავშირებულია: საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში გასაცემი სხვა ოფიციალური დოკუმენტის ან/და იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის შესაბამისი ყალბი დოკუმენტის დამზადებასთან და შეძენასთან (2009 წლის 1 იანვრამდე).

იმისათვის, რომ მოქალაქემ ისარგებლოს ამ უფლებით, მან განცხადებით უნდა მიმართოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

განცხადების განხილვისა და დასკვნის გამოცემის საერთო ვადა - 20 სამუშაო დღე.

PDF განცხადება
PDF კანონი


საკონსულო აღრიცხვა ფასიანია? 

არა, საკონსულო აღრიცხვა უფასოა


აპოსტილი და დაბადების მოწმობა 

აპოსტილი სჭირდება მხოლოდ საზღვარგარეთ დაბადებული ბავშვის დაბადების მოწმობას, საქართველოში დაბადებული ბავშვის მოწმობას აპოსტილი არ სჭირდება.


რა არის Certificat de coutume et de célibat? 

Certificat de célibat არის ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ცნობა;
Certificat de coutume არის ქორწინებაში შესვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ორივე საბუთს გასცემს საფრანგეთში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახური.იხილეთ რუბრიკა - საკონსულო მოქმედებები - ცნობები - ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოების არარსებობა 

სად ხდება ტუბერკულიოზის მკურნალობა საქართველოში? 

ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრში, რომელიც წარმოადგენს საქართველოში ტუბერკულოზის კონტროლის სათაო დაწესებულებას და შეიმუშავებს, ახორციელებს და მართავს ტუბერკულოზთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამას. პროგრამის საბოლოო მიზანია საქართველოში ტუბერკულოზის გავრცელების შემცირება. 

საქართველოში ტუბერკულოზზე ეჭვმიტანილის გამოკვლევა და ტუბდაავადებულის მკურნალობა ფთიზიატრიული დახმარების სახელმწიფო პროგრამით უფასოა. 

ცენტრში შესაძლებელია შემდეგი სახის მომსახურების მიღება: 

  • დიაგნოზირება, 
  • მკურნალობა-კონსერვატიული და ქირურგიული 
  • ტუდაავადებულის ოჯახის წევრთა გამოკვლევა და პრევენცია. 

მომსახურების ობიექტი შეიძლება იყოს მხოლოდ ტუბერკულოზზე ეჭვმიტანილის კოდის მქონე პირი და ტუბდაავადებული. შესაბამისი კოდების მინიჭებას ახორციელებს ფთიზიატრი. 

მომსახურება ხორციელდება პაციენტისათვის მინიჭებული კატეგორიის შესაბამისი გამოკვლევისა და მკურნალობის სტანდარტული სქემით. 

საჭიროების შემთხვევაში(თანმხლები დაავადება, გართულება და სხვა) დასაშვებია ზესტანდარტული გამოკვლევა და მკურნალობა, რომლის საფასურიც სტანდარტით გათვალისწინებული არ არის. 

ფთიზიატრიული დახმარების სახელმწიფო პროგრამა

საქართველოში ტუბერკულოზთან ბრძოლა ხორციელდება DOST სტრატეგიით. ცენტრის საქმიანობას განსაზღვრავს  ფთიზიატრიული დახმარების სახელმწიფო პროგრამა, რომელიც იქმნება 4 წელიწადში ერთხელ და მოიცავს ქვეყანაში ტუბერკულოზის კონტროლის ყველა მიმართულებას. 

ცენტრი ფუნქციონირებს 2001 წლიდან და შექმნილია რეორგანიზაციის შედეგად, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ს/კ ინსტიტუტის, ქალაქის ტუბერკულოზის საავადმყოფოს და საქართველოს რკინიგზის ტუბსტაციონარის ბაზაზე. ამჟამად ცენტრი წარმოდგენილია ადმინისტრაციული, სადიაგნოზო  და სამკურნალო ნაწილებით. 2009 წლის აგვისტოდან ცენტრს ხელმძღვანელობს აღმასრულებელი დირექტორი –იაგორ კალანდაძე.  

ცენტრი განლაგებულია ქ. თბილისში, მარუაშვილის # 50.
ტელეფონები: (+995 32) 291 02 51; (+995 32) 291 02 52, (+995 32) 291 04 67, (+995 32) 291 19 26.
ფაქსი: (+995 32) 291 19 41.  

იხილეთ ვებ საიტი


რა უპირატესობები გააჩნია ბიომეტრულ პასპორტს? 

ბიომეტრული პასპორტი ყველაზე მაღალტექნოლოგიური და გაყალბებისგან დაცული სამგზავრო დოკუმენტია;

ქვეყანაში ბიომეტრული პასპორტის არსებობა ევროკავშირთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის ერთ-ერთი წინაპირობაა;

მისი მფლობელები გამარტივებულად კვეთენ სხვადასხვა ქვეყნის საზღვრებს;

ბიომეტრული პასპორტების გაცემის სისტემაზე გადასვლა მნიშვნელოვნად ზრდის საქართველოს მიერ გაცემული დოკუმენტების სანდოობის ხარისხს.


რომელ წლამდე ითვლება პირი არასრულწლოვნად? 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, სრულწლოვანია პირი, რომელმაც მიაღწია 18 წლის ასაკს, შესაბამისად 18 წლამდე ასაკის პირი - არასრულწლვანია

 -18 = არასრულწლოვანი 

+18 = სრულწლოვანი


როდის დგება პასპორტის შეცვლის აუცილებლობა? 

პასპორტის შეცვლა საჭიროა შემდეგი შემთხვევებიდან ერთ-ერთის დადგომისას:

  • სახელის ან გვარის ცვლილების დროს;
  • ჩანაწერებში უზუსტობის დადგენისას;
  • ვიზებისთვის განსაზღვრული ფურცლების გახარჯვისას;
  • პასპორტის მოქმედების ვადის გასვლისას;
  • დოკუმენტის დაზიანების, ცვეთის ან დაკარგვის შემთხვევაში.

პასპორტის შეცვლის საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ საფრანგეთის საელჩოს საკონსულო სამსახურს.


 

საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, აუცილებელია საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა.

გთხოვთ, გადაამოწმოთ თქვენი სტატუსი საქართველოს საკონსულო სამსახურთან ტელეფონის ნომერზე (+33 1) 45 02 1 ზარების მიღება ხორციელდება ორშაბათს და ოთხშაბათს 15:00-დან 17:00 საათამდე და პარასკევს 10:00-დან 13 საათამდე.

გმადლობთ თანამშრომლობისთვის!

Occupied Territories of Georgia

eVISA portal