საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

რა შემთხვევაში შეიძლება დავკარგო საქართველოს მოქალაქეობა?

საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის/შეწყვეტის ერთერთი საფუძველია სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღება.

შესაბამისად, საფრანგეთის მოქალაქეობის მიღების შემთხვევეში საქართველოს მოქალაქემ უნდა განაცხადოს საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა/შეწყვეტის შესახებ საფრანგეთში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურში.

ამისთვის მან საკონსულო სამსახურს უნდა წარუდგინოს:

  • საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებლი დოკუმენტის (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, საქართველოს მოქალაქის პასპორტი, სარეგისტრაციო ბარათი და სხვ.) ასლი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პირს მიღებული არა აქვს აღნიშნული დოკუმენტები - ძველი საპასპორტო მონაცემები და სხვა საბუთები, რითაც დასტურდება მისი საქართველოს მოქალაქეობა;

და

  • საფრანგეთის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

მოქალაქეობის დაკარგვა/შეწყვეტის სხვა საფუძვლები