საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლა

იმ შემთხვევაში თუ თქენ გსურთ მიიღოთ სხვა ქვეყნის მოქალაქოება, ამისთვის თქვენ ჯერ უნდა აწარმოოთ საქმე საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლასთან დაკავშირებით.

წარმოსადგენი დოკუმენტები :

  1. შევსებული ანკეტა (იხილეთ დანართი)

  2. საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ( საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, საქართველოს მოქალაქის პასპორტი, ყოფილი სსრკ-ის სიმბოლიკიანი პასპორტი, რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი) ასლი;

  3. 18-დან 27 წლამდე ასაკის პირის შემთხვევაში - სამხედრო ბილეთის ასლი ან ცნობა სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების, სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან ან სამხედრო ვალდებულების მოხდისგან გათავისუფლების შესახებ ;

  4. 2 ფოტო

  5. არასრულწლოვანი პირის საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის შემთხვევაში - პირის დაბადების მოწმობის ასლი, აგრეთვე მისი კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობა.

  6. მომსახურების საფასური - 70.00 დოლარის ეკვივლანეტი ევროში (საბანკო რეკვიზიტები იხილეთ ქვემოთ) და გადარიცხვის დამადასტურებელ საბუთს წარმოგვიდგენთ ან 100 ლარი (საქართველოში გადახდა სამოქალაქო რეესტრში, იხილეთ თანდართული ანგარიშის ნომერი) და წარმოგვიდგენთ გადახდის ქვითარს.

საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის მსურველი პირის მიერ სახელის ან / გვარის გამოცვლის შემთხვევაში, განმცხადებელს ესაძლოა მოეთხოვოს სახელის ან / და გვარის გამოცვლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის წარდგენა.

საბანკო რეკივიზიტები:

Intermediary:

DEUTSCHE BUNDESBANK, ZENTRALE FRANKFURT AM MAIN, DE
SWIFT CODE: MARKDEFF
ACC: 5040040060

Beneficiary's bank:

NATIONAL BANK OF GEORGIA, TBILISI
SWIFT CODE: BNLNGE22

Beneficiary:

Public Service Development Agency 2608
IBAN: GE65NB0331100001150207

დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საკონსულო სამსახურს შემდეგ ნომერზე 01 45 02 11 07

ხსენებული მომსახურების მიღება ასევე შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დახმარებით

ანკეტა

საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, აუცილებელია საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა.

გთხოვთ, გადაამოწმოთ თქვენი სტატუსი საქართველოს საკონსულო სამსახურთან ტელეფონის ნომერზე (+33 1) 45 02 1 ზარების მიღება ხორციელდება ორშაბათს და ოთხშაბათს 15:00-დან 17:00 საათამდე და პარასკევს 10:00-დან 13 საათამდე.

გმადლობთ თანამშრომლობისთვის!

Occupied Territories of Georgia

eVISA portal