საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს მოქალაქეობის დადგენა

რა არის მოქალაქეობა?

მოქალაქეობა გულისხმობს იურიდიულ კავშირს პიროვნებასა და სახელმწიფოს შორის; ეს კავშირი მოქალაქეს სოციალურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ უფლებებს ანიჭებს (პიროვნული თავისუფლების, ღირსეული ცხოვრების, განათლების, არჩევნებში მონაწილეობის, მინიმალური შემოსავლის მიღების თანაბარი უფლება), თუმცა ამავდროულად გარკვეულ ვალდებულებებსაც აკისრებს (ქვეყნის კანონმდებლობის დაცვა და ა.შ.).

რა შემთხვევაში მჭირდება მოქალაქეობის დადგენა?

თუ თქვენ მიერ წარმოდგენილი (მაგალითად, პირადობის მოწმობის პირველადი აღებისას) და იუსტიციის სამინისტროს მიერ მოპოვებული დოკუმენტებით ვერ დგინდება თქვენი საქართველოს მოქალაქეობა, მაშინ საჭირო ხდება მისი დადგენა.

ვის მივმართო საფრანგეთში?

საფრანგეთში უნდა მიმართოთ საქართველოს საკონსულოს.

მოქალაქეობის დასადგენად საჭირო საბუთები:

პირი რომელიც მოგვმართავს მოქალაქეობის დასადგენად, უნდა აკმაყოფილებდეს აღნიშნული სამი პუნქტინად ერთერთს და უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტები:

  • 1975 წლის 31 მარტამდე დაბადებული პირები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობდნენ ჯამში არანაკლებ 5 წლის განმავლობაში, 1993 წლის 31 მარტისთვის იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე და რომლებსაც არ მიუღიათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა;

  • 1975 წლის 31 მარტის შემდეგ დაბადებული პირები, რომლებიც 1993 წლის 31 მარტისთვის ცხოვრებდნენ საქართველოში და რომლებსაც არ მიუღიათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა;

  • საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული პირები, რომლებმაც 1991 წლის 21 დეკემბრის შემდეგ დატოვეს საქართველოს ტერიტორია და, ამდენად, ვერ აკმაყოფილებენ ამ პუნქტის "ა" და "ბ" ქვეპუნქტის მოთხოვნებს, თუ მათ არ მიუღიათ სხვა ქვეყნის მიქალაქეობა

ა) ქვეპუნქტის შესაბამისად პირი უნდა წარსდგეს საკონსულოში და წარმოადგინოს:

  • 1993 წლის 31 მარტისთვის საქართველოში ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (პასპორტის, სამხედრო ბილეთის, შრომის წიგნაკის ასლი ან ცნობა სამუშაო ადგილიდან, ან / და იურიდიული ფაქტის დადგენის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი).
  • საქართველოში ჯამურად არანაკლებ 5 წლის განმავლობაში ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი (პასპორტის, სამხედრო ბილეთის, შრომის წიგნაკის ასლი ან ცნობა სამუშაო ადგილიდან, ან / და იურიდიული ფაქტის დადგენის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი).
  • 2 ფოტო
  • მომსახურების საფასური - 30.00 დოლარის ეკვივალენტი ევროში (საბანკო რეკვიზიტები იხილეთ ქვემოთ) და გადარიცხვის დამადასტურებელ საბუთს წარმოგვიდგენთ ან 30 ლარი (საქართველოში გადახდა სამოქალაქო რეესტრში) და წარმოგვიდგენთ გადახდის ქვითარს.

მოქალაქეობის დადგენის მსურველ პირს უნდა ახლდეს საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქე ფოტოიდენტურობის დასადასტურებლად. აღნიშნულმა მოქალაქემ უნდა იქონიოს საქართველოს პასპორტი ან პირადობის მოწმობა.

  • საფრანგეთის კომპეტენტური ორგანოების მიერ გაცემული ცნობა, მოქალაქეობის არქონის შესახებ.

ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად პირი უნდა წარსდგეს საკონსულოში და წარმოადგინოს :

  • დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტის (დაბადების მოწმობა, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, პასპორტი, მშობლების საპასპორტო მონაცემები) ასლი.
  • 1993 წლის 31 მარტისთვის საქართველოში ცხოვრების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები
  • 2 ფოტო
  • მომსახურების საფასური - 30.00 დოლარის ეკვივალენტი ევროში (თანხას გადარიცხავთ თანდართულ ანგარიშზე) და გადარიცხვის დამადასტურებელ საბუთს წარმოგვიდგენთ ან 30 ლარი (საქართველოში გადახდა სამოქალაქო რეესტრში) და წარმოგვიდგენთ გადახდის ქვითარს.

მოქალაქეობის დადგენის მსურველ პირს უნდა ახლდეს საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქე ფოტოიდენტურობის დასადასტურებლად. აღნიშნულმა მოქალაქემ უნდა იქონიოს საქართველოს პასპორტი ან პირადობის მოწმობა.

საფრანგეთის კომპეტენტური ორგანოების მიერ გაცემული ცნობა, მოქალაქეობის არქონის შესახებ.

გ) ქვეპუნქტის შესაბამისად პირი უნდა წარსდგეს საკონსულოში და წარმოადგინოს :

  • დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტის (დაბადების მოწმობა, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, პასპორტი, მშობლების საპასპორტო მონაცემები) ასლი.
  • 1991 წლის 21 დეკემბრის შემდეგ საქართველოს ტერიტორიის დატოვების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტების პასპორტი, სამხედრო ბილეთი, შრომის წიგნაკი, ანდა იურიდიული ფაქტის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის)ასლები.
  • 2 ფოტო
  • მომსახურების საფასური - 30.00 დოლარის ეკვივალენტი ევროში (თანხას გადარიცხავთ თანდართულ ანგარიშზე) და გადარიცხვის დამადასტურებელ საბუთს წარმოგვიდგენთ ან 30 ლარი (საქართველოში გადახდა სამოქალაქო რეესტრში) და წარმოგვიდგენთ გადახდის ქვითარს.

მოქალაქეობის დადგენის მსურველ პირს უნდა ახლდეს საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქე ფოტოიდენტურობის დასადასტურებლად. აღნიშნულმა მოქალაქემ უნდა იქონიოს საქართველოს პასპორტი ან პირადობის მოწმობა.

  • საფრანგეთის კომპეტენტური ორგანოების მიერ გაცემული ცნობა, მოქალაქეობის არქონის შესახებ.

საკონსულოში ვიზიტისთვის გთხოვთ ჩაეწეროთ შემდეგ ვებ-გვერდზე www.geoconsul.gov.ge

დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საკონსულო სამსახურს შემდეგ ნომერზე 01 45 02 11 07

საბანკო რეკივიზიტები:

Intermediary:

DEUTSCHE BUNDESBANK, ZENTRALE FRANKFURT AM MAIN, DE
SWIFT CODE: MARKDEFF
ACC: 5040040060
Beneficiary's bank:
NATIONAL BANK OF GEORGIA, TBILISI
SWIFT CODE: BNLNGE22
Beneficiary: Public Service Development Agency 2608
IBAN: GE65NB0331100001150207

ხსენებული მომსახურების მიღება ასევე შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დახმარებით

ანკეტა.pdf

განცხადება მოქალაქეობის დადგენის შესახებ.pdf